12–25
August
Yerevan · Armenia

სომხეთში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Symphonic Yerevan“

სომხეთის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და “European Foundation for Cultural Support” (EUFSC) 12-25 აგვისტოს ერევანში გამართავენ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “Symphonic Yerevan”. პროექტს ასევე მხარს უჭერენ ერევნის მუნიციპალიტეტი, სომხეთის სახელმწიფო ფილარმონია, კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტი.

სომეხი მუსიკის მოყვარულებს, ისევე როგორც ქალაქის სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ 14 კამერულ და სიმფონიურ კონცერტს მდიდარი პროგრამით.  ფესტივალის ფარგლებში წარდგებიან თანამედროვე ცნობილი მუსიკოსები. ფესტივალის ოფიციალური ორკესტრია სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

კონცერტებს დირიჟორები  არიან დანიელ რაისკინი, გერგელი მადარაში, სერგეი სმბატიანი.


Source: ge.armradio.am

Contact Us

1a M.Grigoryan str., suite 300-302,
Yerevan 0001, Armenia

+374 33 30 00 23

[email protected]